07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
იტალიელმა მაშველებმა მიწისძვრიდან მეცხრე დღეს ძაღლი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა მიწისძვრიდან მეცხრე დღეს ძაღლი გადაარჩინეს. ოქროსფერი მონადირე სახელად - რომეო, ნანგრვებიდან ქალაქ ამატრიჩეში ამოიყვანეს.

ადგილზე ძაღლის პატრონებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც კუთვნილი ნივთების შეგროვებას ცდილობნენ. მოულოდნელად მათ ძაღლის ყეფის ხმა შემოესმათ, რის შემდეგაც მის გადასარჩენად სხვადასხვა ზომებს მიმართეს.

დამანრგეველი მიწისძვრა იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 24 აგვისტოს მოხდა. სტიქიას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები