07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
სამარყანდში უზბეკეთის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს

სამარყანდში უზბეკეთის პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. სამგლოვიარო პროცესიის გამო მთლიანად გადაკეტილია ქალაქის ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით კი სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

დაკრძალვის ცერემონიას 17 ქვეყნიდან ჩასული ოფიციალური დელეგაცია ესწრება, მათ შორის საქართველოს პრემიერმინისტრი. ისლამ კარიმოვის ცხედარი მშობლიურ ქალაქში დღეს დილით ტაშკენტიდან გადაასვენეს.

პრეზიდენტთან გამოსამშვიდობებლად დედაქალაქის ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა. კარიმოვს მშობლების გვერდით სამაყრანდის ისტორიულ სასაფლაოზე დაკრძალავენ, რომელიც მსგავსი ცერემონიებისთვის უკვე 20 წელია დახურულია.

78 წლის ისლამ კარიმოვი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში ერთი კვირის წინ გადაიყვანეს. ის უზბეკეთს 1991 წლიდან მართავდა.

დღის ამბები