07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
დიდი ოცეულის სამიტი - მსოფლიო ლიდერები ჩინეთში იკრიბებიან

ჩინეთის ქალაქ ჰანჩჟოუში დიდი ოცეულის სამიტი იხსნება. მსოფლიო ლიდერები მუშაობას ოფიციალურად ხვალ შეუდგებიან, თუმცა მონაწილეების ნაწილი უკვე ჩინეთში იმყოფება.

სამიტის გახსნამდე, ოფიციალურმა პეკინმა და ვაშინგტონმა, პარიზში გასული წლის დეკემბერში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე მიღწეული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინეს.

შეთანხმების თანახმად, ქვეყნებმა ჰაერში მავნე ნივთიერებების გავრცელება უნდა შეამცირონ და გლობალური დათბობის დონე 2 გრადუსზე ქვევით შეინარჩუნონ. ჰანჩჟოუში ორმხრივი შეხვედრებიცაა დაგეგმილი.

ჯონ კერიმ უკვე გამართა მოლაპარაკება თავის თურქ კოლეგასთან. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული ფეტჰულა გიულენის ექსტრადირება იყო.

დღის ამბები