07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ოკლაჰომაში - ბიძგები აშშ-ს 6 შტატში იგრძნობოდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ოკლაჰომას შტატში. 5,6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები რეგიონში 2011 წლის შემდეგ არ უგრძვნიათ.

მიწისძვრას მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა არ გამოუწვევია. მისი ეპიცენტრი ოკლაჰომა სითის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120 კილომეტრის დაშორებით იყო, ბიძგები ქვეყნის კიდევ 6 შტატში იგრძნობოდა.

ეკოლოგების შეფასებით, რაიონის სეისმურად გააქტიურება იქ ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესში სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება, ამიტომ ახალი საპროტესტო გამოსვლების დაწყებას გეგმავენ.

დღის ამბები