07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა ჩინეთში

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართა ჩინეთში, დიდი ოცეულის სამიტის პარალელურად. მოლაპარაკება თითქმის საათნახევარს გაგრძელდა. შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ძირითადად სირიის კრიზისი განიხილეს, ასევე იმსჯელეს უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

შეხვედრას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც, რომლებმაც ცალკეული მოლაპარაკებაც გამართეს, თუმცა ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

დღის ამბები