07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე რაკეტამ თითქმის ათასი კილომეტრი იფრინა და იაპონიის ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ჰოკაიდოდან 200 კილომეტრის დაშორებით ჩავარდა.

მომხდარის შემდეგ იაპონიის სანაპირო დაცვამ მეზღვაურებისთვის სპეციალური გაფრთხილება გაავრცელა და ოფიციალური ფხენიანის მიმართ პროტესტიც გამოთქვა.

10 დღის წინ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა წყალქვეშა ნავიდანაც გაუშვა.

დღის ამბები