07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
აფეთქებები ავღანეთში - დაღუპულია 24 ადამიანი

ზედიზედ ორი აფეთქება მოხდა ავღანეთის დედაქალაქში. დაღუპულია 24, ხოლო დაშავდა 90-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის არიან ქვეყნის თავდაცვის მაღალჩინოსნებიც.

პირველი აფეთქება თავდაცვის სამინისტროსთან მოხდა. ბომბი დისტანციური მართვის იყო. მეორე აფეთქება კი იმავე ადგილას კამიკაძე ტერორისტმა განახორციელა, მას მერე რაც შემთხვევის ადგილზე უკვე პოლიცია და სამხედროები მივიდნენ.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება თალიბანმა უკვე აიღო.

დღის ამბები