07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონში ტყეები იწვის

ესპანეთის აღმოსავლეთ რეგიონში ტყეები იწვის. კოსტა ბლანკას საკურორტო ზონიდან ტურისტებისა და ადგილობრივების ევაკუაცია მიმდინარეობს.

სამაშველო ჯგუფები ცეცხლის სამი კერის ჩაქრობას ცდილობენ, თუმცა ხანძარმა უკვე გადაწვა რამდენიმე შენობა და მიწის ნაკვეთები, რის გამოც ადგილობრივები მოსავლის გარეშე დარჩნენ.

ცეცხლი ხავეას დასახლებაში კვირას გაჩნდა და მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. მის ლოკალიზებას სამაშველო ჯგუფები ავიაციის დახმარებით ცდილობენ.  

დღის ამბები