07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ავღანეთში ჰუმანიტარულ ორგანიზაციას დაესხნენ თავს - არიან დაშავებულები

ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში მორიგი თავდასხმა განხორციელდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის, ქეარის, ოფისზე. შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. მანამდე მათ შესასვლელთან დანაღმული მანქანა ააფეთქეს.

სპეცოპერაცია რამდენიმე საათი გაგრძელდა. ავღანელმა სამხედროებმა 4-ვე თავდამსხმელი მოკლეს. სროლის შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 ადამიანი. ორგანიზაციის თანამშრომელთა შენობიდან გაყვანა მოასწრეს.

ამ თავდასხმას წინ უძღოდა ორი აფეთქება, რომელიც ქაბულში ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს შენობასთან მოხდა.

ბოლო მონაცემით, დაიღუპა 35 და დაიჭრა 100-მდე ადამიანი. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

დღის ამბები