07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
Iphone7 და Iphone7+ - Apple-ის ახალი სმარტფონები

Iphone7 და Iphone7+ ცოტა ხნის წინ Apple-მა ახალი პროდუქტების პრეზენტაცია გამართა. როგორც აღინიშნა, ახალ სმარტფონს 3 კამერა ექნება, 1 წინა და ორი უკანა. 

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ორი კამერა საშუალებას იძლევა მიახლოვების დროს არ გაფუჭდეს ფოტოს ხარისხი.

 

წინა მოდელებისგან ახალ სმარტფონს მკვეთრად აქვს გაუმჯობესებული როგორც წინა, ასევე უკანა კამერის ხარისხი, რაც Iphone-ის მომხმარებლებს მისცემს საშუალებას უკეთესი ხარისხის ფოტოები გადაიღოს. სმარტფონის წინა კამერა 7, ორი უკანა კამერა კი 12 მეგაპიქსელიანია.

 

 

აქვე ცნობილი ხდება, რომ ახალი ტელეფონი წყალგამძლეა, ის სპეციალური ტექნოლოგიით და მასალით არის აწყობილი.

ახალი სმარტფონების ეკრანი 25%-ით უფრო ნათელია, ვიდრე წინა მოდელები. ახალ სმარტფონზე გაუმჯობესებულია დინამიკებიც, წინა მოდელებისგან განსხვავებით, როგორც ქვედა, ასევე ზედა მხარეს ექნება დინამიკები, რაც ორჯერ უფრო ხმამაღალს გახდის სმარტფონს.

ტელეფონს ექნება ახალი ყურსასმენები, ცალკე მისი პორტი კი გაუქმებულია. 

ახალი სმარტფონები ხუთი ფერის იქნება. 

 

დღის ამბები