07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს მიუახლოვდა

რუსული გამანადგურებელი შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავს სამ მეტრამდე მიუახლოვდა. პენტაგონში რუსი სამხედროების ქმედებას საფრთხის შემცველი და არაპროფესიული უწოდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა რუსეთის საზღვართან მიახლოვება ორჯერ სცადეს.

შოიგუს უწყებაში აცხადებენ, რომ ამერიკული მხარის ინტერესი რეგიონში მიმდინარე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, კავკასია 2016-ს უკავშირდება. სწავლების გამო ოფიციალურმა მოსკოვმა ქვეყნის სამხრეთში ოთხი საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაჩერა, რის გამოც ათობით რეისი გადაიდო.

დღის ამბები