03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
”საყდრისზე სამინისტროს გადაწყვეტილება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს,” - კახა კოჟორიძე

კომპანია "არ-ემ-ჯი გოლდის" გადაწყვეტილებას და საყდრისზე განახლებულ სამუშაოებს აფასებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყეტილება, რომლის შემდეგაც საყდრისზე სამუშაოები განახლდა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კახა კოჟორიძე განმარატვს, რომ ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციას სამართლებრივი დავის გაგრძელების საშუალება აღარ აქვს. საიას სასამართლო დავა კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდთან“ მინამდეც ჰქონდა, რის შედეგადაც კომპანიას გარკვეული დროით სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები