03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
კულტურის მინისტრი საყდრისის პროცესს კანონიერად მიიჩნევს

საყდრისის საკითხის ნებისმიერ დროს განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და მიმდინარე პროცესს კანონიერად მიიჩნევს.

მინისტრი განმარტავს, რომ საზოგადოების ნაწილისთვის, მათ შორის საპატრიარქოსთვის საყდრისის თაობაზე ინფორმაცია ცალმხრივად იყო მიწოდებული. მიხეილ გიორგაძის თქმით, დასკვნებში საუბარი იყო იმაზე, რომ ობიექტი არასტაბილურია, იქ პრობლემებია და რღვევას განიცდის.

საბადოზე სამუშაოების კანონის სრული დაცვით მიმდინარეობას ხაზს უსვამს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელიც. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, საბადოსთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ისედაც საჯაროა და აქციის მონაწილეთა მოთხოვნას ამ მხრივ გაუგებარს უწოდებს.

ამავე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ეროვნულმა მუზეუმმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა კონტექსტით ხშირად ხდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის არასწორი ინტერპრეტაცია - აქვე ხაზგასმულია მუზეუმის პოზიცია, რომ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, საყდრისი წარმოადგენს მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლს.

”მიგვაჩნია, რომ არქეოლოგიური ობიექტის დღევანდელ სავალალო მდგომარეობა განაპირობა 2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად ოქროს სამთამადნო წარმოების ძეგლს მოეხსნა სტატუსი,” - ნათქვამია განცხადებაში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები