07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ჟან პოლ ბელმონდო ვენეციაში "ოქროს ლომით" დააჯილდოვეს

ფრანგული კინო ლეგენდა ჟან პოლ ბელმონდო ვენეციაში ოქროს ლომით დააჯილდოვეს. მსახიობს ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი კინო კარიერაში მიღწეული წარმატებებისთვის გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიამდე ჟან პოლ ბელმონდომ წითელ ხალიჩაზე გაიარა. მას თან ახლდა ასევე ცნობილი ფრანგი მსახიობი სოფი მარსო. 83 წლის ბელმონდომ კარიერა კინოში გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო და 80-ზე მეტ ფილმში აქვს როლი შესრულებული.

დღის ამბები