07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
თურქეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრები დააკავეს

დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წევრები დააკავეს თურქეთში. სპეცოპერაცია ჰატაის პროვინციაში ჩატარდა. დაპატიმრებულია 10 ეჭვმიტანილი. ისინი ავღანეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანისა და სირიის მოქალაქეები არიან. ეჭვმიტანილები თურქეთის ტერიტორიაზე სირიიდან უკანონოდ გადავიდნენ და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდნენ.

ბოლო ორი კვირაა თურქეთი სირიაში ქურთი სეპარატისტების მხარდამჭერი დაჯგუფებებისა და აისის-ის წინააღმდეგ ოპერაციას ატარებს. სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია თურქეთის არმიამ ტერორისტებისგან უკვე გაწმინდა.

დღის ამბები