07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ესპანეთში რკინიგზაზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა

4 ადამიანი ემსხვერპლა რკინიგზაზე მომხდარ ავარიას ესპანეთში. გალისიის რეგიონში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა. შედეგად რამდენიმე ვაგონი გადაბრუნდა.

დაშავდა 40-ზე მეტი მგზავრი. ისინი მაშველებმა საავადმყოფოებში მოათავსეს. დაღუპულებს შორისაა მემანქანე. მატარებელი ქალაქ ვიგოდან პორტუგალიაში, პორტოში მიდიოდა. ვაგონებში 63 მგზავრი იმყოფებოდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

დღის ამბები