07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
შავ ზღვაში რუსული ბომბდამშენი უკრაინულ საპატრულო ნავს მიუახლოვდა

ამერიკული გემების შემდეგ შავ ზღვაში რუსული ბომბდამშენი უკრაინულ საპატრულო ნავს მიუახლოვდა.

უკრაინის სანაპირო დაცვის წარმომადგენელთა განცხადებით ინციდენტი ოდესიდან 100 კილომეტრის დაშორებით მოხდა.

იმ დროს, როდესაც ნავი ავიაციის თანხლებით უკრაინის ეკონომიკურ ზონაში პატრულირებას ახორციელებდა, სუ 24 მას მიუახლოვდა და სახიფათო მანევრი შეასრულა.

ინციდენტი ნავში მყოფმა მესაზღვრეებმა გადაიღეს. მომხდარს გამოეხმაურა ოფიციალური კიევი და რუსეთი საერთშორისო სასამართლოს ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა.

დღის ამბები