07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
11 სექტემბრის ტრაგედია - ხსოვნის მუზეუმთან ცერემონიას ჰილარი კლინტონი დაესწრება

11 სექტემბრის ტრაგედია - ხსოვნის მუზეუმთან ცერემონიას შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონიც დაესწრება, რომელმაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეურაცხყოფის გამო სინანული გამოთქვა.

ერთ-ერთ საარჩევნო შეხვედრაზე კლინტონმა საკუთარი კონკურენტის მომხრეების ნაწილს საცოდავები უწოდა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის არასწორად მოიქცა და საკუთარ სიტყვებს ნანობს, ტრამპის შეფასებით კი მსგავსი განცხადების გაკეთებით კლინტონმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა.

დღის ამბები