03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
ახალციხეში „სამხრეთის კარიბჭის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს

გამომცემლობა ”სამხრეთ კარიბჭის” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს ახალციხეში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრას გამომცემლობის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ზაფხულში სოფელ გოგაშენში მომხდარ მკვლელობაზე და ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების გაშუქებაზე.

შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭის” გამომცემლობის რედაქცია შს სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლაზე აკეთებდა განცხადებას. რედაქციის თანამშრომლების თქმით, ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლის მცდელობა 2014 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ერთ-ერთი ბრალდებულის და სამხარეო პოლიციის უფროსს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.

გაზეთის რედაქტორის ნინო ნარიმანიშვილის თქმით, მას სტატიის დაბეჭდვისთანავე დაურეკა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა და სათაურის შეცვლა მოსთხოვა. თუმცა გაზეთის რედაქციამ უარი განაცხადა. სათაურის შეცვლა მოსთხოვეს სტატიის ავტორს, ჟურნალისტ თამუნა უჩიძისაც.

11 დეკემბერს კი გაზეთის რედაქციასთან სოფელ გოგაშენში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა. "სამხრეთის კარიბჭესთან" შეკრებილი დაზარალებულების ახლობლები აცხადებდნენ, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები არაზუსტია და სამართალდამცველები მსგავს საქციელს არ ჩაიდენდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები