03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
„მე ვარ ბატონი მიშას ყმა,” - ჯოზეფ ქეისა და ვანო მერაბიშვილის საუბარს "ქრონიკა +" აქვეყნებს

"ქრონიკა +ის" რედაქტორმა ელისო კილაძემ მორიგი სკანდალური აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, ჩანაწერში ვანო მერაბიშვილი და ჯოზეფ ქეი მობილური ტელეფონით ესაუბრებიან ერთმანეთს. არის თუ არა ავთენტური აუდიოჩანაწერი, ეს ჯერ დაუდგენელია. ელისო კილაძე ჩანაწერის ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

კილაძის თქმით, მას ეს ჩანაწერი კონფიდენციალურმა წყარომ, ძალოვანი უწყების ყოფილმა მაღალჩინისანმა მიაწოდა, აუდიო კი იმ პერიოდშია გაკეთებული, როდესაც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ჯოზეფ ქეი ფლობდა, ხოლო ვანო მერაბიშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

კილაძის განცხადებით, ჩანაწერში საუბარი ბადრი პატარკაციშვილის ქონებასაც ეხება, საიდანაც ირკვევა, რომ ყველა იმ საქმეში, სადაც ჯოზეფ ქეი მონაწილეობს, მას არანაირი იძულება არ სჭირდებოდა, მათ შორის არც ე.წ. ”ქონების ახევის და გადაფორმების საქმეზე". ჟურნალისტი ყველა იმ საქმის თავიდან გამოძიებას მოითხოვს, სადაც ჯოზეფ ქეი მონაწილეობს.

დღის ამბები