07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ჰილარი კლინტონი ავადმყოფობის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს

ჰილარი კლინტონი ავადმყოფობის შემდეგ, თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ მან CNN-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის თქმით, პნევმონიის გამო ექიმებმა მას 5 დღიანი დასვენება ურჩიეს, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა, რის გამოც 11 სექტემბრის მემორიალზე შეუძლოდ გახდა.

ჰილარი კლინტონის მეუღლემ, ბილ კლინტონმა კი სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ მის მეუღლეს მსგავსი შემთხვევები მანამდეც ჰქონია. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჰილარი ყოველთვის სწრაფად ახერხებდა გამოჯანმრთელებას და ამჯერადაც ის თავს კარგად გრძნობს.

დღის ამბები