07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ჰილარი კლინტონი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობის კურსს გადის

ჰილარი კლინტონი თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან აღიარა, რომ ექიმებმა პნევმონიის დიაგნოზი პარასკევს დაუსვეს, თუმცა მისი გასაჯაროება არც უფიქრია, რადგან ჩათვალა, რომ საქმე არც ისე სერიოზულად იყო.

კლინტონის ავადმყოფობის შესახებ მხოლოდ მისი თანაშემწეებისთვის და ოჯახის წევრებისთვის იყო ცნობილი. ამ დროისთვის ის სახლში გადის მკურნალობის კურსს და ექიმების რეკომენდაციით 5 დღე დაისვენებს.

კამპანიას განაგრძობს ჰილარი კლინტონის კონკურენტი დონალდ ტრამპი. მან თავის ოპონენტს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და განაცხადა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ სამედიცინო შემოწმების შედეგებს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.


დღის ამბები