07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის თავდაცვის შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის თავდაცვის შტაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ჟან კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია შტაბის ფორმირება, რომლის შემდგომი ეტაპი ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნა იქნება.

ევროკომისიის პრეზიდენტის შეფასებით ახალი ძალები ნატო-სთვის მხოლოდ დამატება იქნება და უფრო მეტი თავდაცვა ევროპაში, ნაკლებ ტრანს-ატლანტიკურ სოლიდარობას არ ნიშნავს. გამოსვლის დიდი ნაწილი ჟან კლოდ იუნკერმა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე საუბარს დაუთმო.

ოფიციალური ლონდონი ყოველთვის გამოდიოდა ევროკავშირის ე.წ. არმიის შექმნის იდეის წინააღმდეგ, რადგან მასში ნატო-სთან მიმართებაში ინტერესთა კონფლიქტს ხედავდა.

დღის ამბები