07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება რომ საარჩევნო პროცესი უკრაინის ტერიტორიაზე მაინც გაიმართება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ კიევის უარის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი უკრაინის ტერიტორიაზე მაინც გაიმართება. უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, უბნები რუსეთის საელჩოსა და საკონსულოებში მოეწყობა და იქ ხმის მიცემის პროცესს უკრაინის ხელისუფლება ვერ შეაფერხებს.

ოფიციალური კიევის განმარტებით, ქვეყნის ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მოსკოვი პროცესს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნულზე გააუქმებს და დეპუტატობის კანდიდატთა სიიდან ყირიმელებს ამოიღებს. რუსეთის საპარლამენტო არჩევნები 18 სექტემბერსაა დაგეგმილი.

დღის ამბები