07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ნიუ იორკის ცენტრში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს დაესხა თავს

ნიუ იორკის ცენტრში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს დაესხა თავს. მანჰეტენზე მომხდარი ინციდენტის დროს ერთი სამართალდამცველი და თავად თავდამსხმელი დაიჭრა.

უცნობმა მამაკაცმა პოლიციის ბრძანება არ შეასრულა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუხსნეს. მას 18-ჯერ ესროლეს, თუმცა ეჭვმიტანილი გადარჩა და ამჟამად იმყოფება საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის განმარტებით, ამდენი გასროლა თავდამსხმელის შესაჩერებლად გახდა საჭირო.

დღის ამბები