07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
პარიზში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა

პარიზში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირების საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. დაშავდა 5 სამართალდამცველი, ერთი აქტივისტი და ერთი ჟურნალისტი.

პროფკავშირების შეფასებით, რეფორმა შრომით სტანდარტებს ძირს უთხრის და ისინი ვეღარ შეძლებენ მცირე კომპანიებში დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ეს უკვე მე-14 აქციაა ბოლო 6 თვეში.

მთავრობის შრომითი რეფორმა პოლიტიკური წინააღმდეგობისა და ძლიერი პროტესტის მიუხედავად ივლისში, საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით შევიდა ძალაში.

დღის ამბები