07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანია განაახლა

ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანია განაახლა. ავადმყოფობის შემდეგ, დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი ჩრდილო კაროლინაში ჩავიდა და პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან გრინსბოროში გამართა.

ჰილარი კლინტონმა დაადასტურა, რომ მას პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს და აღიარა, რომ რამდენიმე დღიანი იძულებითი დასვენება მისთვის ერთგვარი საჩუქარი იყო.

ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანია 11 სექტემბერს შეწყვიტა, როდესაც ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან შეუძლოდ გახდა. გამოკითხვების თანახმად ეს 5 დღე მისი კონკურენტისთვის პოზიციების გასამყარებლად საკმარისი აღმოჩნდა.

კვლევების მიხედვით, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს.

დღის ამბები