07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ლონდონში The Beatles-ის დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა

ლონდონში ლეგენდარული The Beatles-ის შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ლესისტერის მოედანზე ამ დღის მთავარი გმირების დასახვედრად ლურჯი ხალიჩა გაშალეს.

პოლ მაკარტნიმ და რინგო სტარმა შეკრებილ თაყვანისმცემლებს ავტოგრაფები დაურიგეს და მათთან ერთად ფოტოებიც გადაიღეს.

პრემიერას ესწრებოდა ფილმის ავტორი - ოსკაროსანი რეჟისორიც. რონ ჰოვარდის განცხადებით, დოკუმენტურ სურათში უნიკალური საარქივო მასალაა გამოყენებული.

ფილმი მსოფლიო კინოგაქირავებაში მომავალი კვირიდან გამოდის.

დღის ამბები