07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ანექსირებულ ყირიმში საპარლამენტო არჩევნები კიევში რუსეთის საელჩოსთან გააპროტესტეს

ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ კიევში, რუსეთის საელჩოსთან, საპროტესტო აქცია გაიმართა. დიპლომატიური მისიის შენობასთან 20-მდე ადამიანი შეიკრიბა და მას ფოიერვერკები ესროლა.

არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ ყირიმის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდება, განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც.

უწყების ცნობით, ვაშინგტონი არჩევნების შედეგებს რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე არ სცნობს, რადგან ის უკრაინის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის მიერთებას ვლადიმერ პუტინი კი კვლავ უკრაინის ხელისუფლების უკანონო ქმედებებს უკავშირებს.

ბიშკეკში ვიზიტის დროს რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ყირიმის მოსახლეობამ არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა უკრაინაში ვითარება სახელმწიფო გადატრიალებამდე მიიყვანეს. 

დღის ამბები