07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ტრამპს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს

ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებს. საუბარია პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის მორიგ სკანდალურ განცხადებაზე.

მაიამიში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონს ურჩია, შეიარაღებულ დაცვაზე უარი თქვას, რადგან პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი მოქალაქეების მიერ იარაღის თავისუფლად ტარების წინააღმდეგ გამოდის.

"ვფიქრობ, მისი დაცვის წევრებმა იარაღი უნდა დაყარონ. ვნახოთ, მერე რა დაემართება მას," - განაცხადა ტრამპმა.

ამ განცხადებამდე პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს მისი დიდი ხნის პოზიციის უარყოფაც მოუწია, რომ ბარაკ ობამა შეერთებულ შტატებში არ დაბადებულა.

დღის ამბები