07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ნიუ იორკის გუბერნატორი მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტს უწოდებს

ნიუ იორკში მომხდარ აფეთქებას ტერორისტულ აქტს უწოდებს ნიუ იორკის გუბერნატორი. გამოძიება კი იკვლევს ამ ინციდენტის კავშირს გუშინ ნიუ ჯერსიში მომხდარ აფეთქებასთან, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ ორ ფაქტს შორის საერთო არ იკვეთება.

"ნიუ იორკის აფეთქება აშკარად ტერორისტული აქტია. თუმცა, ეს კავშირში არაა საერთაშორისო ტერორიზმთან. ჩვენ ვერ ვხედავთ დაჯგუფება ისმალური სახელმწიფოს კვალს. მაგრამ, ბომბის გააქტიურება თავისთავად ტერორისტული ქმედებაა. სწორედ ასე შეფასდება ეს ფაქტი და ბრალის წაყენებაც ამ მუხლით მოხდება," - აცხადებს ნიუ იორკის გუბერნატორი. 

პარალელურად, ვრცელდება ნიუ იორკის ცენტრში სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები. პოლიციამ აფეთქების ადგილის სიახლოვეს ხელჩანთიანი მამაკაცი შენიშნა, თუმცა უცნობია აქვს თუ არა მას კავშირი ტერაქტთან.

 

დღის ამბები