07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის პარტია საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით იმარჯვებს

ვლადიმერ პუტინის პარტია საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით იმარჯვებს. ცესკოს მონაცემებით, ერთიან რუსეთს ხმების 54 % აქვს. დუმის არჩევნებზე მეორე ადგილზე არიან კომუნისტები და პარტია ელ-დე-პე-ერი 13 %-ით. მესამეზე პარტია სამართლიანი რუსეთია.

ერთმანდატიან ოლქებშიც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მმართველი გუნდი ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე საკმაოდ დაბალი, 47%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად, უკვე იზეიმა ვლადიმერ პუტინმა. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ისევე როგორც წინა შემთხვევებში, არჩევნები არც ამჯერად იყო თავისუფალი.

დღის ამბები