07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
აშშ-ში მომხდარი აფეთქებები შესაძლოა ტერორისტული ქსელის არსებობაზე მიუთითებდეს

ამერიკელი გამომძიებლების ვარაუდით, ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკში მომხდარი აფეთქებები შესაძლოა ტერორისტული ქსელის არსებობაზე მიუთითებდეს.

ნიუ-ჯერსიში გამთენიისას სანაგვე ურნაში გამვლელებმა ზურგჩანთა იპოვეს, რომელშიც 5 ბომბი იყო მოთავსებული. ერთი მოწყობილობა იმ დროს აფეთქდა, როდესაც ის რობოტს უნდა გაენადგურებინა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავდა.

ნიუ ჯერსიში აფეთქება შაბათსაც მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ კი ბომბები ნიუ-იორკში მანჰეტენზე ამოქმედდა, შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

ხელისუფლებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. თუმცა, საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის კვალი ვერ დაადგინა.

სპეციალისტების განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობები იმ ბომბების ანალოგიური იყო, რომელიც ჩეჩენმა ძმებმა 2013 წელს, ბოსტონის მარათონის დროს გამოიყენეს.

დღის ამბები