07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა

გაეროს 71-ე გენერალური ასამბლეა გაიხსნა. პირველ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდნენ საფრანგეთის, ბრიტანეთისა და თურქეთის პირველი პირები. მთავარი საკითხი ლტოლვილთა კრიზისი და სირია იყო.

რეჯებ ტაიპ ერდოღანმა სირიის კონფლიქტის დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრა და თურქეთის მეგობარ სახელმწიფოებს მოუწოდა სათანადო ზომები მიიღონ მილიარდერ ფეტჰულა გიულენის ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდე.

სირიის კრიზისთან დაკავშირებით ფრანსუა ოლანდმა რუსეთსა და ირანს, როგორც ასადის რეჟიმის მხარდამჭერებს მოუწოდა წვლილი შეიტანონ კონფლიქტის დასრულებაში.

ბრიტანეთი კი ევროკავშირიდან გასვლის მიუხედავად, საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე დარჩენას აპირებს. 71-ე ასამბლეაზე თავის საპრეზიდენტო ვადაში ბოლოჯერ წარსდგა პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

დღის ამბები