07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ანკარაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა სცადეს

ანკარაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა სცადეს. შემთხვევა დილით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა შენობაში შეჭრა სცადა და დანით შეიარაღებული თავს დაესხა დაცვის თანამშრომელს, თუმცა მან ცეცხლი გაუხსნა. ის დაიჭრა და საავადმყოფოში მოათავსეს. ამ დროისთვის მოტივი უცნობია.

საელჩოში განგაში გამოცხადდა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. არ დადასტურდა გავრცელებული ცნობა, თითქოს, თავდასხმაში ორი პიროვნება მონაწილეობდა.

თურქული მედიის ინფორმაციით დამნაშავე მარტო მოქმედებდა და, სავარაუდოდ, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს. 

დღის ამბები