07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ეგვიპტის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ეგვიპტის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.

კატასტროფიდან თითქმის 24 საათის შემდეგ მაშველებმა მხოლოდ 163 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ბორტზე კი, სავარაუდოდ, 500-მდე არალეგალი იმყოფებოდა.

მაშველებმა ზღვაში 43 ცხედარიც იპოვეს. მიგრანტები ხის ნავით იტალიის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ, თუმცა ის ეგვიპტის სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე ძირითადად ეგვიპტის, სუდანისა და სომალის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.


დღის ამბები