07 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
სამხრეთ კორეა ჩრდილო კორეის ლიდერის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა ჩრდილო კორეის ლიდერის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს, თუ ქვეყანას ფხენიანის მხრიდან ბირთვული საფრთხე დაემუქრება.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაბამისი გეგმაც არსებობს და სპეცდანიშნულების რაზმიც საჭიროების შემთხვევაში, მოქმედებას დაიწყებს.

ფხენიანის ლიდერის ლიკვიდაციის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაცია მედიაში არა ერთხელ გავრცელებულა. თუმცა, სამხრეთ კორეის თავდაცვის უწყებამ ეს ფაქტი საჯაროდ პირველად დაადასტურა.

დღის ამბები