07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
სირიის ავიაციამ ალ ანსარის დასახელებაზე ინტენსიური იერიში მიიტანა

სირიის ხელისუფლებამ ალეპოში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი რაიონების ასაღებად ოპერაცია დაიწყო. გამთენიისას ავიაციამ ინტენსიური იერიში მიიტანა ალ ანსარის დასახელებაზე. არის მსხვერპლიც, თუმცა რიცხვი ჯერ უცნობია. აქტივისტები აცხადებენ, რომ დაბომბვებში რუსეთის ავიაციაც მონაწილეობს.

ორშაბათს სირიის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დასრულებულად გამოაცხადა. ზავის გახანგრძლივების მიზნით, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრა კი უშედეგოდ დასრულდა.

შეერთებული შტატები და რუსეთი პირობებზე ვერ შეთანხმდნენ. შეხვედრის დასრულებიდან რამდენიმე საათში კი, სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე ინტენსიური ავიაიერიშები განაახლეს. 

დღის ამბები