07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
თავდასხმა ვაშინგტონში - სამართალდამცველებმა 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ვაშინგტონის შტატში მომხდარ თავდასხმასა და 5 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. ის წარმოშობით თურქი, 20 წლის არკან ჩეტინი აღმოჩნდა. გამოძიებისთვის დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობია, პოლიცია ვერც იმას აკონკრეტებს, უკავშირდებოდა თუ არა თავდასხმა ტერორიზმს.

შეიარაღებულმა ახალგაზრდამ ცეცხლი ქალაქ ბერლინგტონის სავაჭრო ცენტრში ორი დღის წინ გახსნა და 5 ადამიანი მოკლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პარალელურად, თავდასხმა მოხდა მერილენდის შტატის ქალაქ ბალტიმორშიც. უცნობმა პირებმა ცეცხლი ქუჩაში გახსნეს, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი წლის გოგონაც. პოლიცია 3 ეჭვმიტანილს ეძებს.

დღის ამბები