07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
აფეთქება ბუდაპეშტში - დაშავებულები საავადმყოფოში გაიდაიყვანეს

ბუდაპეშტის ცენტრი ამ დრომდე გადაკეტილია. სამართალდამცველები უნგრეთის დედაქალაქში წუხელ მომხდარ ძლიერ აფეთქებას იძიებენ. აფეთქების შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი სამართალდამცველები არიან და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა გამოძიება კონკრეტულ დეტალებს ამ დრომდე არ ახმაურებს. ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

თავდაპირველად გავრცელდა ცნობაც, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.

დღის ამბები