07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
მასშტაბური წყალდიდობა ავსტრალიაში

გადაუღებელ წვიმებს ავსტრალიაში მასშტაბური წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის ცენტრალური რეგიონები დააზარალა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ახალ სამხრეთ უელსში მდინარეში წყლის დონემ 10 მეტრს გადააჭარბა, დაიტბორა მაგისტრალები და საცხოვრებელი სახლებიც.

შექმნილი მდგომარეობის გამო უსაფრთხო ადგილას ათასამდე ოჯახია გადაყვანილი. ქუჩებში წყლის დონე იმდენად მაღალია, რომ მაშველებს ევაკუაციის დროს ნავების გამოყენება მოუხდათ.

დღის ამბები