07 ოქტომბერი 2024,   18:18
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს

ევროპის ქვეყნებში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავეს - მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია ესპანეთში, გერმანიასა და ბელგიაში ერთდროულად ჩატარდა.

ხუთივე დაკავებული დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ერთი ქსელის წევრები არიან, რომლებიც სოციალური ქსელის გამოყენებით, ევროპაში რადიკალური ისლამის იდეოლოგიის პროპაგანდას ეწეოდნენ და დაჯგუფებაში ახალი წევრების გადაბირებაზე მუშაობდნენ.

სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილების სახლებში ჩხრეკაც ჩაატარეს და მათი პირადი ნივთები და კომპიუტერები ამოიღეს.

დღის ამბები