07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
მალაიზიური ბოინგის კატასტროფა-უკრაინის პრეზიდენტი დამნაშავეების დასჯას ითხოვს

უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ გამოძიების დასკვნას უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება.

პეტრო პოროშენკო დამნაშავეების იდენტიფიცირებას და დასჯას მოითხოვს. საერთაშორისო გამოძიებამ გუშინ დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამგზავრო ლაინერს პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი სოფლიდან გაშვებული რუსული წარმომავლობის ბუკის ტიპის რაკეტა მოხვდა.

პოროშენკომ საკუთარი მთავრობის მაღალჩინოსნებს მოუწოდა კოორდინირებულად ითანამშრომლონ საერთაშორისო გამოძიებასთან, რათა საბოლოოდ გახდეს ცნობილი ამ ინციდენტის უკან მდგომი ადამიანების სახელები და გვარები.

დღის ამბები