07 ოქტომბერი 2024,   18:20
ვრცლად
სირიაში ზავის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის ზღვარზეა

სირიაში ზავის გაგრძელებასთან დაკავშირებით, შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის ზღვარზეა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა.

მისი თქმით, არაგონივრული იქნება რუსეთთან მოლაპარაკებები მაშინ, როცა სირიის ქალაქები ასადის რეჟიმისა და რუსული ავიაციის მიერ იბომბება.

ვაშინგტონი ამ ვითარებაში სხვა გამოსავალს ეძებს, მათ შორის კი ობამას ადმინისტრაციის მიერ დიპლომატიური რესურსების ამოწურვის შემდეგ, ძალის გამოყენებაც განიხილება.

დღის ამბები