07 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
იერუსალიმში შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა

იერუსალიმში შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონია დასრულდა. ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერცელის მაღლობზე, ეროვნული გმირების გვერდით დაკრძალეს.

სამგლოვიარო პროცესიას მსოფლიო ლიდერები დაესწრნენ. შიმონ პერესისთვის პატივის მისაგებად იერუსალიმში მსოფლიო ლიდერები ჩავიდნენ, მათ შორის ბარაკ ობამა, საფრანგეთის პრეზიდენტი, პრინცი ჩარლზი და პალესტინის ავტონომიის ლიდერი - მაჰმუდ აბასი.

სამგლოვიარო ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ისრაელის პრეზიდენტმა, პრემიერმა ნეთანიაჰუმ, ბილ კლინტონმა და ბარაკ ობამამ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შიმონ პერესს მშვიდობისთვის მებრძოლი ლიდერი უწოდა და აღნიშნა, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე მაჰმუდ აბასის ჩასვლა, პერესის მონაწილეობით დაწყებული სამშვიდობო პროცესის დასრულების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

დღის ამბები