07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ემუქრება

კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი ემუქრება. სტიქია ერთდროულად იამაიკას, კუბას, ჰაიტის, კოლუმბიასა და ბაჰამის კუნძულებს უტევს.

ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევს, რასაც საცხოვრებელი სახლების განადგურებაც შეუძლია. ამიტომ სტიქიასთან საბრძოლველად ქვეყნებში საგანგებო ზომებს მიმართავენ.

ვარაუდობენ, რომ ქარიშხალი მეთიუ პირველად იამაიკის სამხრეთ სანაპიროს გადაუვლის. მეტეოროლოგების ცნობით, ეს ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც რეგიონს დაატყდა თავს. 

დღის ამბები