07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
კრემლში დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზე გამოძიების მარცხზე საუბრობენ

კრემლში მიაჩნიათ, რომ დონბასში მალაიზიური ბოინგის ჩამოგდების საქმეზე გამოძიება მარცხისთვის არის განწირული.

განცხადება ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

დიმიტრი პესკოვმა გამოძიებას "მიკერძოებული" და "არაობიექტური" უწოდა, რადგან მისი თქმით, ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში სხვადასხვა ქვეყანაში ოფიციალურ დონეზე კეთდებოდა განცხადებები რუსეთის ბრალეულობის შესახებ.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნით, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "ბუკი", რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს.  

დღის ამბები