07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
რუსეთმა სირიაში საავადმყოფოები დაბომბა - არიან დაღუპულები

რუსეთის ავიაციამ და სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპოზე მორიგი იერიში მიიტანეს. მეამბოხეებისა და დამკვირვებლების ინფორმაციით, რამდენიმე ჭურვი საავადმყოფოს მოხვდა, შედეგად შენობა ნაწილობრივ დაინგრა. არის მსხვერპლიც. 

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა. სირიის სამთავრობო ძალებმა რუსული ავიაციის დახმარებით ალეპოზე შეტევა 19 სექტემბერს განაახლეს.

გაეროს მონაცემებით მიმდინარე კვირის განმავლობაში იერიშების შედეგად 400 ადამიანია დაღუპული, მათ შორის უამრავი ბავშვია.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო ვაშინგტონი სირიის კრიზისის საკითხზე რუსეთთან თანამშრომლობის შეწყვეტას და მოსკოვისთვის ეკონომიკური სანქციების ამოქმედებას არ გამორიცხავს.

დღის ამბები