07 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
"რიქელი სამუდამოდ" - პარიზის მოდის კვირეულზე გარდაცვლილი დიზაინერის ხსოვნას მიაგეს პატივი

სონია რიქელის დეფილეს გახსნამ პარიზის მოდის კვირეულის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კოლექციის ჩვენებამდე, მოდის სახლმა გარდაცვლილი დიზაინერის ხსოვნას მიაგო პატივი და პოდიუმზე მოდელები შავი ფერის სამოსში გამოიყვანა, წარწერით "რიქელი-სამუდამოდ".

ბრენდის დამაარსებელი - სონია რიქელი, 25 აგვისტოს პარკინსონის დაავადებით დაიღუპა. მოდის სახლმა ახალი კოლექციაც მის ხსოვნას მიუძღვნა.

პარიზის ფეშენქიკზე სტელა მაკარტნიმაც წარადგინა ახალი ნამუშევრები.

"გაზაფხული-ზაფხული 2017-ის" კოლექცია ფერადი ქსოვილებით არის შექმნილი, რაც დიზაინერის თქმით, მხიარულების ნიშანია.

სტელა მაკკარტნი ამბობს, რომ სწორედ გართობა გახდა მისი შთაგონების წყარო და ამიტომ, მისი დეფილეც მოდელებმა მხიარული პერფომანსით დაასრულეს.

დღის ამბები