01 ოქტომბერი 2024,   15:31
ვრცლად
საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდება

ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების საკითხი განიხილეს. ასევე ისაუბრეს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის ფარგლებში.

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული.

„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც შეეძლება შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, ჩინეთში ტურისტული სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის ტურების განხორციელების შეთავაზება საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღის ამბები